გამყრელიძე: მოსახლეობის მხრიდან დამყოლობა იყო სერიოზული და ამან მოიტანა ეს შედეგიც
© Sputnik
„შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო აპრილის ბოლოდან. ანუ, უკვე თვე-ნახევარია ეტაპობრივად, თანდათან ვამსუბუქებთ და ვხსნით ეკონომიკას. იმიტომ რომ არ შეიძლება ეკონომიკა სულ ჩაკეტილი იყოს, მით უმეტეს, ჩვენნაირი პატარა და არცთუ მდიდარი ქვეყნისთვის. ხალხს მუშაობა სჭირდება, შემოსავალი სჭირდება, ჭამა-სმა სჭირდება. მაგრამ ეს ყველაფერი სიფრთხილით უნდა მოხდეს, როდესაც ბალანსს ვიცავთ. ჩვენ რა შედეგიც მივიღეთ და ვართ შედარებით უკეთეს სიტუაციაში, ვიდრე გარშემო ქვეყნები, ეს ძირითადად შეზღუდვების და ჩვენი მოსახლეობის დიდი დამყოლობის დამსახურებაა“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 822 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 690, გარდაიცვალა 13 პაციენტი.