მოსაზრება: რით სჯობს „ტრიუმფი“ Patriot-სა და Eurosam-ს

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები С-400 „ტრიუმფი“ დამაჯერებლად დევნის საერთაშორისო ბაზრიდან არც ისე წარმატებულ დასავლურ ანალოგებს — მიუხედავად აშშ-ისა და ნატოს სამხედრო–პოლიტიკური ზეწოლისა მყიდველებზე.
Sputnik

ალექსანდრ ხროლენკო

რუსეთმა და თურქეთმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს საზენიტო–სარაკეტო სისტემა (ЗРС) С-400 „ტრიუმფის“ მიწოდების მეორე ეტაპზე. თურქეთის თავდაცვის მრეწველობის სამდივნოს ხელმძღვანელმა ისმაილ დემირმა 8 ივნისს განაცხადა:

„ჩვენ გვაქვს პრინციპული შეთანხმება С-400-ის კომპლექტების მიწოდების მეორე ეტაპზე. აუცილებელია დასრულდეს ტექნიკური სამუშაოები ტექნოლოგიების, ერთობლივი წარმოების დეტალებისა და საგზაო რუკის ტრანსფერზე... სისტემა С-400-ს გამოსაყენებლად ვიძენთ. წერტილი!“

ამასთანავე ანკარა განაგრძობს ამერიკული და ევროპული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების Patriot-ისა და Eurosam-ის შეთავაზებების განხილვას. ისმაილ დემირის ინფორმაციით, საფრანგეთთან და იტალიასთან თანამშრომლობა Eurosam-თან დაკავშირებით საკმაოდ კონსტრუქციულად გამოიყურება, ხოლო ამერიკელ პარტნიოერბთან Patriot-ის მიწოდებაზე გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით არ გამოდის.

რუსეთმა და თურქეთმა ЗРС С-400 „ტრიუმფების“ მიწოდებაზე შეთანხმებას ხელი 2017 წელს მოაწერეს. კონტრაქტის ფასი 2,5 მლრდ დოლარია. ამან სერიოზული კრიზისი გამოიწვია ამერიკულ–თურქულ ურთიერთობებში. ვაშინგტონმა შეთანხმებაზე უარის თქმა და მხოლოდ ამერიკული Patriot-ების შეძენა მოითხოვა. თან თურქეთს დაემუქრა სანქციებით – რომ ამერიკული გამანადგურებლების F-35-ების წარმოების პროგრამიდან ამოიღებდა. ანკარამ უარი თქვა აშშ-ის ულტიმატუმის შესრულებაზე და 2019 წლის ზაფხულში С-400-ების პირველი დივიზიონი მიიღო.

მოსაზრება: რატომ არის „Т-15 არმატა“ მსოფლიოში საუკეთესო

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა 30 აპრილს განაცხადა, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო წყვეტდა С-400-ების შემდგომ შესყიდვებს. ზოგი დასავლელი დამკვირვებლის აზრით, პანდემია თურქეთისთვის ხელსაყრელი საბაბი გამოდგა მოსკოვისთვის უარის სათქმელად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების სფეროში თანამშრომლობაზე. მაგრამ თურქული გეგმები არ შეცვლილა, С-400-ების მეორე კომპლექტის ბედი გადაწყვეტილია. ანკარა „ტრიუმფების“ კიდევ ოთხ დივიზიონს შეიძენს, ხოლო რუსეთი დაახლოებით 2 მლრდ დოლარს მიიღებს.

ტრიუმფალური გარდაუვალობა

ყველაფერი ეს Patriot-ების მორიგ მარცხზე მეტყველებს საერთაშორისო ბაზარზე, ვაშინგტონის რეპუტაციული დანაკარგები და ამერიკულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე რიკოშეტული ფინანსური დატყმა — ეს თურქეთის ან რუსეთის პრობლემა კი არ არის, არამედ მაღალტექნოლოგიური შეჯიბრის შედეგი.

ანკარა აპირებს შექმნას ყველაზე საიმედო და თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად. მათი მიზანი პრაქტიკულად მიღწეულია. С-400 „ტრიმფი“ აეროდინამიკული და ბალისტიკური ობიექტების (ჰიპერბგერითების ჩათვლით) გასანადგურებლად არის შექმნილი. მისი აღმოჩენის მანძილი 600 კმ-ია, სამიზნის განადგურების მაქსიმალური რადიუსი — 400 კმ.

რუსეთმა უახლესი ჰაუბიცის გამოცდა დაიწყო: უფრო მობილური და მძლავრი

С-400-ის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის წრიული ხედვა, რაკეტების ოთხი ტიპის გამოყენების შესაძლებლობა და მოქნილობა. სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენება საშუალებას იძლევა, ეფექტურად განადგურდეს საბრძოლო ავიაცია, უპილოტო აპარატები, ფრთოსანი, ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 300 მეტრამდე სიმაღლისა და 400 მეტრიდან 2 კილომეტრამდე დიაპაზონში. „ტრიუმფის“ ერთ ბატარეას შეუძლია ატაროს 72-მდე დამიზნებული რაკეტა და ერთდროულად დაცხრილოს 36 სამიზნე. С-400-ს აქვს სხვადასხვა ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ინტეგრირების უნარი.

ანკარის მახლობლად განთავსებული С-400-ის გამოცდისას სისტემამ 600 კილომეტრის მანძილზე აღმოაჩინა მეოთხე თაობის F-16 Fighting Falcon-ის გამანადგურებლები, რომლებიც დასავლეთის უმთავრეს საჰაერო სიმძლავრედ მიიჩნევა.

პენტაგონი ძალიან შეშფოთებულია თურქეთის „ტრიუმფალური“ თვისებით, აღმოაჩინოს და ჩამოაგდოს აშშ-ის „უჩინარი“ საბრძოლო თვითმფრინავები. რა თქმა უნდა, ანკარა კვლავ რჩება სტრატეგიულ პარტნიორად, მაგრამ ამერიკული შეიარაღების განსაკუთრებულობაზე მითი ინგრევა.

„პოსეიდონის გამოცდა“: მზადდება უპილოტო ტორპედოს პირველი გაშვება

კონკურენტული გარემო

განადგურების სიშორის, სიზუსტისა და სიმაღლის დიაპაზონით С-400-ს ანალოგი არ გააჩნია. მასმედიაში პოპულარული შედარება „ტრიუმფსა“ და საშუალო სიშორის Patriot-ს შორის აბსოლუტურად არაკორექტულია. ორი სისტემის ტექნოლოგიური განვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება. თანამედროვე Patriot РАС-3 MSE ჯარებისა და სამხედრო ობიექტების ჰაერსაწინააღმდეგო (რაკეტსაწინააღმდეგო) თავდაცვას ტაქტიკურ დონეზე უზრუნველყოფს. Patriot-ის სამიზნის აღმოჩენის სიშორე დაახლოებით 180 კმ-ია, განადგურების სიშორე — დახლოებით 33 კმ, განადგურების სიმაღლის დიაპაზონი — 20 კმ. ხედვის 90 გრადუსიანი კუთხე ვერ უზრუნველყოფს რაკეტის დამიზნების მაღალ სიზუსტეს. სამიზნის გამოჩენაზე რეაქციის დრო 15 წამია (ანუ, ძალიან ნელი). კომპლექსს ერთდროულად 8 სამიზნის დაცხრილვა შეუძლია — სამწამიანი ინტერვალებით. იარაღი ძვირია და არაეფექტური, რაშიც პარტნიორები საუდის არაბეთიდან ცოტა ხნის წინ დარწმუნდნენ საბრძოლო ვითარებაში, როცა „პატრიოტებმა“ უპილოტოების შეტევა ვერ მოიგერიეს.

ყირიმში უნივერსალურ სადესანტო ხომალდებს ააგებენ: რუსული „მისტრალების“ თავისებურებანი

ისმაილ დემირის მიერ ნახსენები ევროპული კონსორციუმის Eurosam-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის დანიშნულება — მარშის დროს ჯარებისა და მნიშვნელოვანი სტაციონარული ობიექტების დაცვაა საჰაერო თავდასხმის დროს. EUROSAM Land system გარეგნულად და ალგორითმებით ამერიკულ Patriot-ს ჰგავს. „ევროპელს“ აქვს რეაქციის უკეთესი დრო, სროლის მაღალი ტემპი (8 რაკეტა 10 წამში), სამიზნის განადგურების სიშორე სიმაღლეში 25 კილომეტრია, შეუძლია სროლა 360 გრადუსით აწარმოოს. მაგრამ ყველაფერი ეს მეორე პლანზე გადადის, ვინაიდან საჰაერო სამიზნეების აღმოჩენისა და განადგურების მანძილი მხოლოდ 100 კმ-ს აღწევს.

დასკვნა: Patriot-ი და Eurosam-ი რუსული „ტრიუმფის“ კონკურენტები ვერ არიან.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს