ყვითელი ამბები

„კიდევ ერთხელ გვინდა დახმარება გთხოვოთ, ამჯერად გაორმაგებული ძალებით“ – ზურა ხაჩიძე

სოციალურ ქსელში მომღერალი ზურა ხაჩიძე ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დახმარებისკენ მოუწოდებს.
Sputnik

მომღერალი ზურა ხაჩიძე „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის მეკო ჩიტიშვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოგონას ცოტა ხნის წინ ძვლის სარკომა დაუდგინდა, მდგომარეობა მძიმეა და პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაფრენა და ძვირადღირებული ოპერაცია.

მომღერალმა ზურა ხაჩიძემ საზოგადოებას დახმარება პირველად მაშინ სთხოვა, როდესაც რამდენიმე თვის წინ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება.

ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა.

View this post on Instagram

16 YEARS TOGETHER!

A post shared by Zura Khachidze⭐️ (@zura_khachidze) on

ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ. აღსანიშნავია, რომ ხათუნა და ზურა ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული და ეპატაჟური წყვილია.