მსოფლიო დღეს

უსახლკარო ქართველი „მილიონერი" – ნიდერლანდებში 35 წლის მამაკაცი დააკავეს

პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი სახლის ჩხრეკისას დააკავა, რა დროსაც 12,5 მლნ ევრო აღმოაჩინეს. დაკავებულს ფულის გათეთრებაში ედება ბრალი.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ნოდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 12,5 მილიონი ევრო აღმოუჩინეს, იუწყება ადგილობრივი მასმედია.

დაკავებული 35 წლის მამაკაცი უსახლკარო აღმოჩნდა, იგი თანხის წარმომავლობას არ ასახელებს. 

პოლიციამ საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი სახლის ჩხრეკისას დააკავა, რა დროსაც სამართალდამცველებმა 12,5 მლნ ევრო აღმოაჩინეს. დაკავებულს ფულის გათეთრებაში ედება ბრალი.

ჩხრეკის დროს პოლიციამ ასევე ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ფულის სათვლელი აპარატი.