ყვითელი ამბები

„ორსულობის მეოთხე თვეში 3.200 მოვიმატე...“ – როგორ გამოიყურება ფეხმძიმე თამო ვაშალომიძე

თამო ვაშალომიძე დაახლოებით ხუთ თვეში დედა მეორედ გახდება. პატარა სოფიას ნახევარძმა ან და ეყოლება. როგორ შეიცვალა სკანდალური ფოტომოდელი ფეხმძიმობის პერიოდში?
Sputnik

თამო ვაშალომიძე შეყვარებულია. მისი პირველი შვილის მამასთან დაშორებისა და დიდი პაუზის შემდეგ მან მორიგი სიყვარული იპოვა. სკანდალური ფოტომოდელის ცხოვრება რამდენიმე თვის წინ რადიკალურად შეიცვალა. როგორც ჩანს, თამო ასეთი ბედნიერი აქამდე არ ყოფილა. ახალი რჩეული სექს-სიმბოლოდ ქცეულ მოდელს დღითი დღე უფრო ანებივრებს. ეპატაჟური ვაშალომიძის ახალი რჩეული ბიზნესმენია. მათი სიყვარულის ისტორია მოულოდნელი შეხვედრით დაიწყო და ისე სწრაფად განვითარდა, რომ ქვეყანას სულ მალე სამხარაძე-ვაშალომიძე მოევლინება. თამო ვაშალომიძის მეორე ნახევარს აკა სამხარაძე ჰქვია.

თამოს ეროტიკული ხასიათის სურათების გადაღება განსაკუთრებულად ეხერხება. თუმცა, მას მერე, რაც სამედიცინო სფეროში მოღვაწე მეორე შვილის მამა გაიცნო, მისმა სოციალურმა ქსელმა და ცხოვრების წესმა ტრანსფორმაცია განიცადა. ვაშალომიძის ვირტუალური ქსელის ოფიციალურ გვერდებზე მოშიშვლებული ტანის ნაკლებობას თქვენც შეამჩნევთ. პანდემიის პერიოდში და მას მერე თამოს სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობა აღარ იგრძნობა. რამდენიმე თვის წინ ფოტომოდელმა აღნიშნა, რომ ღრმა დეპრესიას საკუთარი ძალებით და სოცქსელის გარეშე ებრძვის. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა აკა სამხარაძე. წყვილის ერთობლივი სურათები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამო ვაშალომიძე ბედნიერებას აღარ მალავს.

 

სოციალურ ქსელში გააქტიურებულმა მოდელმა მორიგი გამოკითხვა მოაწყო. როგორც Instagram-ის გამოკითხვიდან ირკვევა, თამო ოთხი თვის ფეხმძიმეა. ამ დროის მანძილზე მან 3 კილოგრამზე მეტი მოიმატა, თუმცა მას მომატებული წონა არ ეტყობა. „ორსულებო, ვინ რამდენი მოიმატეთ 4 თვეში?“ - კითხულობს ყოფილი მედავითნე. აღნიშნულ „სთორიზე“ ამბობს, რომ თავად 3.200 მოიმატა.

ცეცხლოვანი ფოტომოდელის განცხადებით, ისინი რამდენიმე თვეა, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ერთმანეთი პირველივე ნახვით შეუყვარდათ. ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო მყარდება. შეყვარებული ქალის განებივრება სურათებზეც შეიმჩნევა. აკა სამხარაძესთან ერთად გამოქვეყნებულ უკანასკნელ ფოტოზე კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება საყვარელი ქალისადმი. ახალგაზრდა ბიზნესმენმა ფოტომოდელს წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული მიართვა. აშკარაა, რომ ვაშალომიძე ახლა განსაკუთრებულად ბედნიერია.