ვეძებ საზაფხულო სამუშაოს – ყველაზე აქტუალური პოზიციები

თუ პანდემიამ გეგმები ჩაგიშალათ, დანაზოგი დაგახარჯინათ ან არ გინდათ ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება, მაშინ ზაფხული სწორედ ის დროა – წაიმუშაოთ. ჩვენ შემოგთავაზებთ იმ საქმეების ჩამონათვალს, რომლითაც შეძლებთ დაკავდეთ, გაერთოთ და სარგებელიც ნახოთ.
Sputnik

მაგალითად, შემოთავაზებული ვარიანტებიდან სამუშაოს მოძებნა უმჯობესია სოციალურ ქსელებში. აქ თემატური და სპეციალური ჯგუფების დიდი მრავალფეროვნებაა, ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს, ან უბრალოდ ეძებენ სამსახურს და პოტენციურ დამსაქმებლებს თავიანთ მომსახურებას სთავაზობენ.

ვეძებ საზაფხულო სამუშაოს – ყველაზე აქტუალური პოზიციები

ამ გზით დამატებითი შემოსავლის პოვნის შანსი დიდია, თუ, რასაკვირველია, გაქვთ საქმის კეთების სურვილი და მოტივაცია. ახლა კი დავიწყოთ:

სასიამოვნოს შეთავსება სასარგებლოსთან

როგორც უკვე მოგახსენეთ, შემოთავაზებული საქმეების სია გამოგადგებათ, თუ არ გინდათ დასვენება. მაგრამ თუ მაინც გაქვთ სურვილი, ერთი-ორჯერ ჩაყვინთოთ ზღვაში და თვალწარმტაცი დაისის ყურებით დატკბეთ, გირჩევთ სამუშაო საქართველოს კურორტებზე ეძებოთ.

ვეძებ საზაფხულო სამუშაოს – ყველაზე აქტუალური პოზიციები

ყველაზე ხშირად ადამიანები კურორტებზე სასტუმრო ან სარესტორნო ბიზნესს ეტანებიან. აქ შეგიძლიათ დასაქმდეთ ოფიციანტის და სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე. როგორც წესი, სწორედ ზაფხულშია განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა ამ სფეროებში საქმიანობის მსურველებზე.

ზაფხული დედაქალაქში

თუ ფიქრობთ, რომ ქალაქიდან გასვლას ვერ მოახერხებთ, სამუშაო ქალაქში უნდა მოძებნოთ. ყველაზე მარტივი გზა – ქალაქში ფლაერების დარიგებაა.

ვეძებ საზაფხულო სამუშაოს – ყველაზე აქტუალური პოზიციები

როგორც წესი, ასეთ საქმეს ხელს ჰკიდებენ სტუდენტები, რადგან ქალაქში სირბილი მარტივი სულაც არ არის და დიდ ენერგიასა და მოთმინების უნარს მოითხოვს. ამასთან, სიცხეში ფეხზე დგომა არც ისე იოლია. ამიტომ კარგად დაფიქრდით, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ.

„მიმატება და გამოკლება

ალბათ უკვე მიხვდით, რომ საუბარია მასწავლებლის პროფესიაზე. არ ვგულისხმობთ სკოლის მასწავლებელს, რადგან ზაფხულობით ისინი ისვენებენ. მაგრამ თუ ფლობთ რომელიმე სფეროში პროფესიულ ცოდნას, შეგიძლიათ დამატებითი შემოსავალი ინტერნეტის მეშვეობით მიიღოთ.

ვეძებ საზაფხულო სამუშაოს – ყველაზე აქტუალური პოზიციები

მაგალითად, თუ საფუძვლიანად ფლობთ ქართულ ენას, შეგიძლიათ თქვენი ცოდნა უცხოელებს ან ბავშვებს გაუზიაროთ.

ბავშვები – ჩვენი სამყარო

ან კიდევ, თუ სტუდენტი ხართ, გიყვართ ბავშვები და ბევრი ამერიკული ფილმი გაქვთ ნანახი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ბეიბისიტერების“ (მარტივად რომ ვთქვათ, ძიძების) სამყაროში.

ვეძებ საზაფხულო სამუშაოს – ყველაზე აქტუალური პოზიციები

მაშინ, როცა საბავშვო ბაღები და სკოლები დახურულია ან ონლაინ სწავლებაზეა გადასული, ბევრ მშობელს სერიოზული ტაიმ-აუტი სჭირდება. ზოგჯერ ზოგიერთ დედიკოს და მამიკოს უბრალოდ სურს რამდენიმე საათით ქალაქიდან გასვლა განსატვირთად ან გასართობად. თქვენ კი შეგიძლიათ მათ დაეხმაროთ და ბავშვები დაიტოვოთ.

ახლის ათვისება

ინტერნეტ-სივრცეში ხშირად შეიძლება წააწყდეთ განცხადებას ხარისხიანი და პროფესიონალი SSM-ელის ძიების შესახებ.

ვეძებ საზაფხულო სამუშაოს – ყველაზე აქტუალური პოზიციები

თუ ენა გიჭრით და მიმზიდველი ტექსტების შექმნა, რეკლამირება და სოციალურ ქსელებში მუშაობა შეგიძლიათ, ეს ვარიანტი თქვენთვისაა. მოსინჯეთ ძალები ამ სფეროში. ამ მიმართულებით მუშაობა ხომ დისტანციურად შეიძლება, სახლიდან გაუსვლელად.

ვარიანტი მამაკაცებისთვის

ბოლო ორ ვარიანტ მამაკაცებს ვთავაზობთ. შემოსავლის პოვნის ერთ-ერთი გზა – მშენებლობაზე წასვლაა. ბოლო დროს ბევრი ახალი სასტუმრო, ოფისი და სახლი შენდება.

ვეძებ საზაფხულო სამუშაოს – ყველაზე აქტუალური პოზიციები

დამატებითი ძალა ზედმეტი არასდროს არის. ინტერნეტშიც ვრცელდება ხოლმე ნაირ-ნაირი განცხადება. ასე რომ, უსაქმოდ არ დარჩებით. მთავარია ძალა და სურვილი.

მეორე მხარეს

თუ კარგად მართავთ ავტომობილს, ტაქსის მძღოლად მუშაობაც შეგიძლიათ. შეიძლება ადრე თავად სარგებლობდით ტაქსის მომსახურებით, ახლა კი გამოსცადეთ საკუთარი თავი მეორე მხარეს.

ვეძებ საზაფხულო სამუშაოს – ყველაზე აქტუალური პოზიციები

მაგრამ გახსოვდეთ, რომ აუცილებელია ლიცენზია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებენ.

გაითვალისწინეთ რჩევები და გამოიყენეთ ზაფხული!

ნათია ქვარცხავა