ყვითელი ამბები

„დაფოტოშოპებულია მაინც...“ – ნუკი კოშკელიშვილმა იუბილე გაშიშვლებით აღნიშნა – ფოტო

მოდელი და ტელეწამყვანი იუბილარია. ნუკიმ სოციალურ ქსელში საკმაოდ პროვოკაციული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ტანისამოსის გარეშეა.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია. მას 30 წელი შეუსრულდა, რასთან დაკავშირებითაც სოციალურ ქსელში წერს.

მოდელმა საკმაოდ თამამი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ აჟიოტაჟი მარტო იმიტომაც არ უნდა გამოიწვიოს ამ ფოტომ, რომ დაფოტოშოპებულია და აპირებს შვილიშვილები მოატყუოს, რომ 30 წლის ასაკში ასე გამოიყურებოდა.

„მე არ ვიყავი მაინცდამაინც მშვენიერი ადრე, ახლა უფრო ვიხვეწები და ნელ-ნელა ისეთი ვხდები, როგორიც მინდა, უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემ სხეულში, ეტყობა ჩემი ოქროს ხანა ახლა იწყება. სამწუხაროდ, ბუნება მებრძვის, გინდა არ გინდა გრავიტაცია თავისას შვება და ყველაფერი უფრო გეწელება, და ფორმაში ყოფნაც უფრო რთული ხდება, ზოგადად მოტივაციაც გიმცირდება“, – წერს ნუკი.

მოდელი ფიქრობს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, 30 კი ახალი 20-ია და ყველაფერი წინ არის. ნუკის დაბადების დღის აღნიშვნა მეუღლის გარეშე მოუწევს. კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკელი ექიმი შტატებში დარჩა, ხოლო ცოლ-შვილი საქართველოშია.

წყვილს პატარა ოლივერი ორი წლის წინ ეყოლა. ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. მისი პირადი ცხოვრება დიდ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ მსახიობმა პატარა ოლივერს ქართული ასწავლა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.

სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია.