ნათია თურნავა: სახელფასო ბიუჯეტი 60 პროცენტით არის შემცირებული
© Sputnik
„60 პროცენტით არის შემცირებული სახელფასო ბიუჯეტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გარდა ამისა, პრაქტიკულად არ ფინანსდება მივლინებები, გარდა მწვავე აუცილებლობისა, შესყიდვები სხვადასხვა მიმართულებით, გაუმჯობესებები, ეს ყველაფერი ამოღებულია ბიუჯეტიდან, იმიტომ რომ ასე სწორია. როდესაც ქვეყანას უჭირს, ჩვენ, საჯარო მოხელეებმა უნდა ვაჩვენოთ ამის მაგალითი“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ანტიკრიზისული ბიუჯეტი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე წარადგინა.