„მიტოვებულ კარავში იყო“ – ორდღიანი ძებნის შემდეგ გომისმთაზე დაკარგული მამაკაცი იპოვეს

უწყების ცნობით, სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათწევრიანი ჯგუფი, რომლებსაც იმერეთის სამმართველოს მაშველები სამაშველო დრონით ეხმარებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. მეხანძრე-მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ გურიაში, გომისმთაზე დაკარგული 23 წლის მამაკაცი იპოვეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში ნახეს. უწყების ცნობით, ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩამოჰყავთ, საიდანაც კლინიკაში გადაიყვანენ.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათწევრიანი ჯგუფი, რომლებსაც სამაშველო დრონით იმერეთის სამმართველოს მაშველები ეხმარებოდნენ.