გახარია: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სწრაფ აღდგენას

საქართველოს მთავრობა 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მინუს 4 პროცენტამდე შემცირებას ვარაუდობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ანტიკრიზისული ბიუჯეტის დოკუმენტის პრეზენტაციაზე.
Sputnik
გახარია: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს სწრაფ აღდგენას
„ბიუჯეტის ის პარამეტრები, რაც აქ იქნება წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ასევე არის შეთანხმებული სავალუტო ფონდთან. ამ  პარამეტრებით ჩვენ ვპროგნოზირებთ ეკონომიკურ ზრდას მინუს 4 პროცენტს, საშემოსავლო ნაწილში გვაკლდება ბიუჯეტში 1.8 მლრდ ლარი. ბიუჯეტში შემცირდება ყველა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები დაახლოებით 600 მლნ ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი ამ პარამეტრებით, საპროგნოზო, იქნება დაახლოებით 8.5 პროცენტი. ეს არის ძირითადი პარამეტრები ბიუჯეტის, რომელზეც დღეს ფინანსთა სამინისტრო ისაუბრებს და წარმოგვიდგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამავე დროს საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ შეძლებს სწრაფ აღდგენას.

გიორგი გახარიამ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტი წარადგინა, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება.