მსოფლიო დღეს

იოგა შეუთავსებელია ქრისტიანობასთან: მართლმადიდებლური ეკლესია განცხადებას ავრცელებს

იოგასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რომის პაპმა ფრანცისკმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „იოგა ადამიანს ღმერთთან ვერ მიიყვანს“.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. იოგა ქრისტიანულ სარწმუნოებასთან კატეგორიულად შეუთავსებელია, აცხადებს ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდი.

აღნიშნულის თაობაზე წერს გამოცემა Orthodox Times. 

„უკვე საკვებში ან სასმელშია ეგ მიკროჩიპები და ყოველდღე „გჩიპავენ“ - დეკანოზი

ეკლესიის ხელმძღვანელი ორგანოს განცხადებაში ნათქვამია, რომ იოგა ინდუიზმის ფუნდამენტური ელემენტია და არა უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშების ნაკრები, შესაბამისად, მას ქრისტიანის ცხოვრებაში არაფერი ესაქმება.

ელადის მართლმადიდებლურ ეკლესიაში განმარტეს, რომ მათი განცხადება არის პასუხი ბერძნული მედიასაშუალებების რეკომენდაციებზე, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებდნენ, კარანტინის დროს სტრესის მოსახსნელად იოგის ვარჯიშები შეესრულებინათ.

„გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებას COVID-19-ის კრიზისის ფონზე სტრესის მოსახსნელად „იოგის ტექნიკას“ სთავაზობენ... აღმსარებლობის თავისუფლებისადმი პატივისცემის კონტექსტში, რაც ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციითაა გარანტირებული, ჩვენი, როგორც სულიერი მწყემსების პასუხისმგებლობაა – არ დავუშვათ შედარებითი რელიგიური კლიმატის კულტივირება. ამასთან დაკავშირებით მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, შევახსენოთ ქრისტიანულ სამყაროს, რომ „იოგა“ ინდუიზმის ფუნდამენტური ნაწილია... და არ წარმოადგენს ვარჯიშს“, — ნათქვამია სინოდის განცხადებაში.

საბერძნეთში მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელსაც სახელმწიფო სტატუსი აქვს, მოსახლეობის 90% განეკუთვნება.

  • „იოგა რომ ადამიანს აძლევდეს იმას, რაც მას ესაჭიროება, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებოდით“, — აღნიშნა ელადის ეკლესიის მოძღვარმა, მამა მიქაელ კონსტანტინიდისმა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინის რეჟიმზე გადასულ მოსახლეობას ბევრ ქვეყანაში ურჩევდნენ იოგის ვარჯიშების შესრულებას სტრესთან საბრძოლველად და ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რომის პაპმა ფრანცისკმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „იოგა ადამიანს ღმერთთან ვერ მიიყვანს“.