ზაფხულის თბილისი და პანდემია: როგორ შეცვალა კორონავირუსმა დედაქალაქის ცხოვრების რიტმი

Sputnik

საქართველოში ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება, ივლისიდან კი – საერთაშორისო. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავინდებურად სიფრთხილეს იჩენს პანდემიის ფონზე. არიან ისეთებიც, ვინც ცხელი ზაფხულის პირობებში თავს სრულიად დაცულად მიიჩნევს და არ ატარებს ნიღაბს ან ხშირად არღვევს დადგენილ წესებს. როგორც წესი, ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსული ინფექციით ზაფხულში ძალიან იშვიათად ავადდებიან, თავის დაცვის ზოგიერთი მოწინააღმდეგე კი კორონავირუსს ჩვეულებრივ გრიპად აღიქვამს. თუმცა ისინი მართლები არ არიან. ახალი კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა სიტუაციამ გვიჩვენა, რომ COVID-19-ს ზაფხულის პერიოდშიც შეუძლია გავრცელება, თუმცა არც ისე აქტიურად.

1 / 20
საქართველოსდედაქალაქში ზაფხულის ცხელი დღეები მოვიდა
2 / 20
ქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანი გამოჩნდა
3 / 20
აბანოთუბანი, ერთი შეხედვით, ცარიელია
4 / 20
ზაფხულის საღამოს ლეღვთახევში უამრავი ადამიანი სეირნობს
5 / 20
აქ ხშირად აწყობენ ნამდვილ ფოტოსესიებს
6 / 20
მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ფინანსური დანაკარგის აღდგენას წვენებისა და ცივი სასმელების გაყიდვით ცდილობენ
7 / 20
ტრანსპორტმა უკვე სრულად განაახლა მუშაობა, თუმცა შეზღუდვებით
8 / 20
ასევე მუშაობა უნდა დაიწყონ ვალუტის გამცვლელმა პუნქტებმა
9 / 20
ხოლო ტურისტული კომპანიების ოფისების დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება დაკეტილი
10 / 20
ქაალქის ცენტრში გამვლელების შემხედვარე, უნებლიედ ჩნდება შეკითხვა - ისინი ტურისტები არიან? მაგრამ არა, საზღვრები ჯერ კიდევ დაკეტილია. შესაძლოა, ისინი დიდი ხანია თბილისში ცხოვრობენ
11 / 20
სიცოცხლე დაუბრუნდა თბილისის პარკებს, რომლებიც ასევე გახსნილია სტუმრებისათვის
12 / 20
აქ უამრავი ახალგაზრდა წყვილი სეირნობს
13 / 20
მკაცრი აკრძალვების პერიოდში ქალაქში ავტომობილები თითქმის არ დადიოდა. ბევრი ავტომობილისტი, აკრძალვების გაუქმების შემდეგ, მოძრაობის წესებს უხეშად არღვევს, თუმცა მათ, კვლავინდებურად აჯარიმებენ
14 / 20
სამწუხაროდ, ქალაქის ქუჩებში ასეთ სურათსაც ხშირად წააწყდებით. ბევრ ადამიანს გამოყენებული პირბადის ურნამდე მიტანა არ სურს და მათ გზაზევე ყრიან
15 / 20
ამ კვირიდან კაფეებსა და რესტორნებში შესაძლებელი იქნება დროის გატარება
16 / 20
ბოლო დროს მხოლოდ ღია ცის ქვეშ შეიძლებოდა მაგიდასთან ჯდომა, თუმცა ახლა სტუმრები უკვე შენობებშიც დაიშვებიან
17 / 20
ქუჩაში უკვე თითქმის აღარავინ ატარებს პირბადეს, ან უბრალოდ ნიკაპზე უკეთიათ. ამაზე ისინი ამბობენ, რომ ცხელათ და სუნთქვა უჭირთ
18 / 20
ხშირად ნიღაბს ასეთ მდგომარეობაშიც შენიშნავთ - ავტომობილის უკანა ხედვის სარკეზე ჩამოკიდებულს, რომელსაც მხოლოდ მაღაზიებსა და აფთიაქებში შესასვლელად იყენებენ
19 / 20
ამავდროულად, ძველ ქალაქში გაიზარდა ქუჩის ცხოველების რაოდენობა
20 / 20
რამდენად აქტიური იქნება შიდა ტურიზმი, რომელიც საქართველოში უკვე განახლდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადამიანების ნაწილი, მიუხედავად ზაფხულისა, სიფრთხილეს იჩენს და დისტანციას იცავს