რა შეზღუდვები მოიხსნა საქართველოში ორშაბათიდან

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსი პუნქტისგან შედგება, მისი რეალიზება ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ორშაბათიდან, 8 ივნისიდან პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მორიგ ეტაპს იწყებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღდგება:

სარკინიგზო სამგზავრო გადაზიდვები, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება.

საქართველოს აეროპორტები ცის გასახსნელად ემზადებიან>>

რეკომენდაციები მიიღეს რესტორნებმა და სასტუმროებმა, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა. ორშაბათიდან იხსნება მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს შემოწმება გაიარეს და შესაბამისი ნებართვა მიიღეს.

„საქართველოს რკინიგზა“ მზადაა: ვინ და რატომ აფერხებს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას

შეზღუდვების მოხსნის გეგმა ექვსი პუნქტისგან შედგება, მისი რეალიზება ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. გეგმის მიხედვით შეზღუდვები საბოლოოდ 6 ივლისისთვის უნდა მოიხსნას. მანამდე კი ქვეყანაში აუცილებელია სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში.

8 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 810 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 683 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2915, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 237 პაციენტია.