მსოფლიო დღეს

ნატიფი აღნაგობის საიდუმლო გამხელილია: კეიტ მიდლტონის მარტივი პრინციპები

სამეფო ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ ბრიტანულ ტაბლოიდს გაუმხილა, როგორ ინარჩუნებს შესაშურ ფორმას პრინც უილიამის მეუღლე კეიტ მიდლტონი.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაარკვიეს, როგორ ინარჩუნებს წერწეტ აღნაგობას პრინც უილიამის მეუღლე კეიტ მიდლტონი სამი შვილის გაჩენის შემდეგაც კი. 

​გამოცემა Daily Express სამეფო ოჯახის ახლო წრეზე დაყრდნობით წერს, რომ 38 წლის ჰერცოგინია უპირატესობას მაღალი ინტენსივობის კარდიოვარჯიშებს ანიჭებს, განსაკუთრებით — სირბილსა და ცურვას. ამ სახის ვარჯიშები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით კალორიების სწრაფ დაწვას.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ მრავალშვილიანი დედა ხშირად თამაშობს ჩოგბურთს და ასრულებს ვარჯიშებს მუცლის პრესისთვის, მაგალითად, „ფიცარს“ (Plank exercise).

„კეიტს მოსწონს მუცლის კუნთების დაჭიმვა. ამიტომ ის „ფიცრის“ ერთბაშად რამდენიმე ვარიანტს ასრულებს: ძირითადს — იდაყვებზე დაყრდნობით, გვერდულსა და ასევე ცალ ხელზე დაყრდნობით. კეიტი თითოეულ პოზიციაში 45 წამის განმავლობაში ჩერდება და ყველა ვარჯიშს ათ–ათჯერ იმეორებს“, — ამბობს წყარო.

გარდა ამისა, კემბრიჯის ჰერცოგინია აღნაგობის შესანარჩუნებლად მკაცრად იცავს პრინციპებს: არავითარი შაქარი და სხვა ტკბილი პროდუქტები! პრიორიტეტი ენიჭება ხილს, ბოსტნეულს, კენკროვნებსა და თევზეულს. 

ოდრი ჰეპბერნის დიეტა — ნატიფი აღნაგობის მარტივი საიდუმლო

პრინცის მეუღლე დილას ვიტამინების კოქტეილის სმით იწყებს ისპანახის, ქინძის, კომბოსტოს ან მოცვისგან. გარდა ამისა, მისი საუზმე მოიცავს სპირულინას — ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარ წყალმცენარეს, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში.

ჰერცოგინიას სადილი შედგება ძირითადად სალათებისგან, ხოლო ჭამიდან ჭამამდე შუალედებში გოჯის კენკრას მიირთმევს, რომელიც ძალიან სასარგებლოა სახის კანისთვის.

წყარო ამხელს, რომ კეიტ მიდლტონს ძალიან უყვარს ცხარე საკვები, განსაკუთრებით, წიწაკა ჩილი, რომელიც წვავს ცხიმებს და აჩქარებს მეტაბოლიზმს.