პლანეტა, რომელსაც ვანადგურებთ – შემაძრწუნებელი ფოტოები

Sputnik

ადამიანის საქმიანობა ეკოლოგიას დიდ ზიანს აყენებს: ნარჩენებს ატანენ მდინარეებს, ხშირად იღვრება ნავთობი, ჩეხავენ ტყეებს, ქარხნების გამო კი იწამლება ჰაერი და დგება სმოგი...

ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიური პროგრესის დროში, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს ახალი და სასარგებლო გამოგონებებით. თუმცა კაცობრიობის მიღწევებს მეორე მხარეც აქვს. ზოგიერთი მიღწევა პირდაპირ აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მთელ მსოფლიოში.

ქარხნები, ფაბრიკები და სხვა საწარმოები გამუდმებით გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს ატმოსფეროში, აბინძურებენ წყალსაცავებს და მიწას ნარჩენების უტილიზაციის დროს. ეს ყველაფერი აისახება არა მხოლოდ ნარჩენების გადაყრის ადგილზე, არამედ მთელ ჩვენს პლანეტაზე.

1 / 15
სმოგი - ხშირი მოვლენა უამრავ დიდ ქალაქში, გამონაკლისი არც ბანგკოკია
2 / 15
ეს რვა წლის აქტივისტი ლიციპრია კანგუჯამია. კადრში ჩანს, თუ როგორ ცდილობს ის ნაგვის გორის ლიკვიდაციას ჯუჰუს სანაპიროზე მუმბაიში
3 / 15
ვარხვი, რომელიც მექსიკის ყურეში 2010 წელს ჩაღვრილი ნავთობის გამო დაზარალდა
4 / 15
მიტოვებული ნავები ტოგოს დედაქალაქის სანაპიროზე
5 / 15
ფოტო გადაღებულია ჰონკონგში ამ წლის მაისში. ეკოლოგიური ჯგუფის Oceans Asia დამფუძნებელი ჰერი სტოუკსი გამოყენებული პირბადეებით, რომლებიც მან პლაჟზე მოაგროვა
6 / 15
შოსე მიჩიგანის შტატში. არაფერი უჩვეულო, უბრალოდ ქიმიური ნარჩენები გზაზე გამოსვლას „ცდილობენ“
7 / 15
გვატემალის ტბების დამსუფთავებელი აგროვებს ნაგავს, რომელიც წვიმებმა ჩარეცხა ამატიტლანის ტბაში, თუმცა ნარჩენები ბარიერმა შეაკავა. ეს ყველაფერი ქვეყნის დედაქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით ხდება
8 / 15
რქის გარეშე დარჩენილი მარტორქა. მას რქა მოკვეთეს იმისათვის, რომ ბრაკონიერებს არ მოეკლათ
9 / 15
შეშის ბაზარი ლაჰორში. მუშები დემონსტრაციულად ჭრიან ხეებს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის დადგომამდე
10 / 15
წყალი მექსიკის ყურეში 2010 წელს აპრილში ნავთობის ჩაქცევის შემდეგ. ეს მოვლენას წინ უძღოდა აფეთქება სანავთობე პლატფორმაზე
11 / 15
ვიეტნამის პროვინცია ვინფუკში ბრინჯის მინდორთან ახლოს „წარმატებულად“ განთავსებული ნაგავსაყრელი. ფოტოზე - ქალი აგროვებს მეორად ნედლეულს
12 / 15
მოხალისე ნაგავს აგროვებს პლაჟზე. უკანა ფონზე ჩანს ქალაქის ნაწილი, სადაც იმართება ღონისძიებები მსოფლიოს გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით
13 / 15
კორონავირუსის პანდემიამდე მსოფლიო განიხილავდა ხანძრებს ავსტრალიის ტყეებში, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვა
14 / 15
ბოლი ნახშირის ელექტროსადგურისა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მილებიდან, გერმანია
15 / 15
მარტში ბუქარესტში გაიმართა აქცია გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ. მისი მონაწილეები იყენებდნენ რესპირატორებს