იმპორტირებული COVID-19: ქუთაისის კლინიკაში აზერბაიჯანის მოქალაქე მოათავსეს

68 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, სადაც ამ დროისთვის კორონავირუსის 7 553 შემთხვევაა გამოვლენილი და გარდაცვლილია 88 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან კორონავირუსით ინფიცირებული აზერბაიჯანის მოქალაქე გადაიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

68 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ამ დროისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7533-ს აღწევს, გარდაცვლილია 88 ადამიანი.

ამ მომენტისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება საქართველოს, გასულ დღე-ღამეში ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობამ 810-ს მიაღწია.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსისგან 683 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 13 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 2915 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 237. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.