COVID-19 - ბოლო ცნობები

დიდ ბრიტანეთში გამგზავრების ახალი წესები ამოქმედდა - საელჩო წამსვლელებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო ლონდონში დიდ ბრიტანეთში გამგზავრების მსურველ თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ ქვეყანამ ვიზიტორებისთვის ახალი წესები დაადგინა
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. დღეიდან გაერთიანებულ სამეფოში ჩასული ყველა მგზავრი 14-დღიან თვითიზოლაციას გაივლის, აფრთხილებს თანამემამულეებს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო.

ჩასვლისას ვიზიტორი ვალდებული იქნება, შესაბამისი ფორმაში საკონტაქტო ინფორმაცია და დანიშნულების მისამართი მიუთითოს. მათთვის, ვისაც არსად აქვს წასასვლელი, მთავრობა „შესაბამის ადგილს“ გამოყოფს.

საგარეო უწყებამ ეკონომიკური ატაშეების შერჩევის პირველი ეტაპი დაასრულა

„მათ, ვინც უარს განაცხადებს დადგენილი წესების შესრულებაზე, ქვეყანაში არ შეუშვებენ; შემოწმდება თვითიზოლაციის ადგილები; კარანტინის წესების დამრღვევი 1000 ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდება“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

14-დღიანი თვითიზოლაციის მოთხოვნა არ ვრცელდება სატვირთოების მძღოლებზე, სეზონურ სოფლის სამეურნეო მუშაკებსა და სამედიცინო პერსონალზე, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობს.

„გამონაკლისს წარმოადგენენ ასევე მგზავრები ირლანდიიდან, ინგლისის კუნძულებიდან და კუნძულ მენიდან; ე.წ. საჰაერო ხიდები იმ ქვეყნებში გასამგზავრებლად, სადაც ეს ვირუსი ნაკლებადაა გავრცელებული, პირველ ეტაპზე არ აღდგება“, - იუწყება საელჩო.

დიპლომატიური წარმომადგენლობა აღნიშნავს ასევე, რომ ეს ზომები სამ კვირაში ერთხელ გადაიხედება, რათა განისაზღვროს მათი გამარტივებისა თუ გაუქმების შესაძლებლობა.