ბათუმში ბულვარის ჯიხურების მოიჯარეებისთვის შეღავათები დაწესდა

ჯიხურების მოიჯარეებს მათთვის დაწესებული შეღავათების შესახებ ინფორმაცია აჭარის მთვარობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მიაწოდა
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ბათუმის ბულვარში განთავსებული სავაჭრო ჯიხურების მოიჯარეები საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გათავისუფლდებიან იჯარის სამი თვის გადასახადისგან, იუწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი.

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ

შეღავათები, რომლებიც მოიჯარეების მხარდასაჭერად ხორციელდება, მათ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გააცნო.

თორნიკე რიჟვაძემ მოიჯარეებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენაც მოუწოდა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება და არსებული გამოწვევები.

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, ამავე დროს, აცხადებენ, რომ უკვე 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ –4%-მდე დაეცემა.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოებას აპრილის ბოლოს წარუდგინეს. ის ითვალისწინებს ფულადი კომპენსაციების გაცემას უმუშევრად დარჩენილებისთვის, საგადასახადო შეღავათებს მეწარმეებისთვის, კრედიტების გადავადებას.