თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პირველად მიმდინარე წლის 6 მარტის შემდეგ WTI-ს მარკის ნავთობზე ივლისის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე 40 დოლარი შეადგინა, რაზეც ვაჭრობის შედეგები მეტყველებს.
გარდა ამისა, გაიზარდა Brent-ის მარკის ნავთობზე აგვისტოს ფიუჩერსების ღირებულებაც და ასევე პირველად მარტის დასაწყისიდან ბარელზე 43 დოლარს მიაღწია ლონდონის ICE-ს ბირჟაზე.
მანამდე, 7 ივნისს OPEC+-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობმოპოვებების შემცირების თაობაზე ივლისის ბოლომდე. სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მექსიკა აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს OPEC+-ის შეთანხმებაში ივლისიდან. ამგვარად, მის გარეშე ნავთობის მოპოვებაზე შემცირება 9,6 მლნ ბარელს შეადგენს დღე-ღამეში.
OPEC+-ის წევრმა ქვეყნებმა აპრილში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ნავთობმოპოვებების სადღეღამისო მოპოვებების შემცირება მაისსა და ივნისში 9,7 მლნ ბარელით იგეგემებოდა, ივლისიდან წლის ბოლომდე — 7,7 მლნ ბარელით, ხოლო 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ბოლომდე — 5,8 მლნ ბარელით.