საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პირი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 674 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3161, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 285 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი 809 ადამიანს დაუდგინდა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.   

ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 674 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3161, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 285 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.