თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 314 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის განცხადებით, 1947, 1954, 1956 და 1958 წლებში დაბადებული ოთხი მოქალაქე გარდაიცვალა.
საავადმყოფოებიდან 125 ადამიანი გაეწერა.
თებერვლის ბოლოდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 7 553 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 4 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 88 გარდაიცვალა.
COVID-19-ით ინფიცირებული 3316 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 69 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 80 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 339 876 ტესტირება ჩატარდა.