ბათუმში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დამნაშავეს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ბათუმში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა, იუწყება პირველი არხი.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.