თამუნა ნიკოლაძე: უკვე საკმაოდ დიდი გოგო ვარ და ყველაფერი რასაც ვაკეთებ მსიამოვნებს

თამუნა ნიკოლაძე თავის ცხოვრებაზე და ოჯახზე საუბრობს. ამბობს, რომ ოჯახის წევრების ყურადღება ძალიან სიამოვნებს.
Sputnik
თამუნა ნიკოლაძე: უკვე საკმაოდ დიდი გოგო ვარ და ყველაფერი რასაც ვაკეთებ მსიამოვნებს
„მარტო ვცხოვობ, მაგრამ საკუთარ თავს არ ველაპარაკები, ასეც არ მაქვს საქმე. დილით რომ გავიღვიძო საჭირო დროს ამისთვის მაღვიძარას დაყენება არ მჭირდება ახოლმე. საკუთარ თავს ღამე როგორც კი ვეტყვი: თამუნა! ხვალ რვაზე უნდა ადგე-ეგრევე მეღვიძება რვას რომ ათი აკლია. თუმცა მშობლები თავს მაინც არ მანებებენ და რვა საათზე რეკავენ მუდმივი კითხვებით: თამუნა, გაიღვიძე? თამუნა, ისაუზმე?“- ამბობს თამუნა ნიკოლაძე სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი თამუნა ნიკოლაძე ამბობს: „დედა დღეში ათჯერ მირეკავს ხოლმე და ძალიან მიხარია. ისე არ გაიგოთ, რომ მშობლებს არ ვსტუმრობ. რაც უნდა დაღლილი ვიყო ვერაფრით გავძლებ, მივრბივარ დიშვილის სანახავად, იმიტომ, რომ დიშვილი იგივე ჩემი შვილია, მე გავზარდე. ჩემი ოჯახის წევრების სიყვარული იმდენადაა ჩემში, რომ ბევრს ვერ წარმოუდგენია მარტო როგორ ცხოვრობ მათ გარეშეო, მაგრამ მე მსიამოვნებს“.