რუსეთში პუტინის დავალებით გენეტიკური ინფორმაციის ბაზა შეიქმნება

პროექტზე პასუხისმგებელია პრემიერი მიხაილ მიშუსტინი და კურჩატოვის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ბლაგოვი
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გენეტიკური ინფორმაციის ეროვნული ბაზის შექმნის განკარგულება გასცა, იუწყება РИА Новости.

პუტინმა რუსეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრის თარიღი დაამტკიცა >>

ბირთვული ომის საფრთხე, სანქციები და ქორწინება: პუტინის პასუხები მწვავე კითხვებზე

მთავრობამ და კურჩატოვის ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყონ გენეტიკური მონაცემების შენახვისა და დამუშავების საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის შექმნა და ფუნქციონირება, მათ შორის ამ მონაცემების და შესაბამისი საძიებო პროგრამების შენახვა-გადაცემის ფორმატების შემუშავება.

2021 წლიდან ამ მიზნებისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან ყოველწლიურად თანხები გამოიყოფა.

პროექტზე პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და კურჩატოვის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ბლაგოვი. მოხსენება 1 ოქტომბრამდე უნდა იქნას წარმოდგენილი, შემდგომში ანგარიშის ჩაბარება ყოველწლიურად მოხდება.

პრეზიდენტმა გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სხვა დავალებებიც გასცა. კერძოდ, გათვალისწინებულია ლაბორატორიული და სამეცნიერო აღჭურვილობის შექმნა, რომელიც გენეტიკური ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო დონის კვლევების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

ცალკე დავალებად გამოიყო გენომური კვლევების ცენტრების შექმნა, სადაც კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ვაქცინები და მისი სამკურნალო პრეპარატები შემუშავდება.