COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების სამკურნალო პრეპარატი შექმნეს

ამ პრეპარატის გამოყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებშია დასაშვები და აკრძალულია ბავშვებისა და 18 წლამდე მოზარდებისთვის
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის სამკურნალო კიდევ ერთი პრეპარატი დაარეგისტრირა, იუწყება РИА Новости უწყებაზე დაყრდნობით.

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსი 8 855 ადამიანს გამოუვლინდა

სარეგისტრაციო მოწმობა მიენიჭა პრეპარატს „ლევილამაბი“ (სავაჭრო დასახელება „ილსირა“).

„პრეპარატი ენიშნება პაციენტებს დაავადების მძიმე მიმდინარეობით, როდესაც ე.წ. ციტოკინური შტორმი ვითარდება - ორგანიზმის ჭარბი ანთებითი რეაქცია ვირუსის შემოჭრაზე, რომელიც იწვევს ქსოვილების და ორგანოების, კერძოდ, ფილტვის ქსოვილის დაზიანებას, ინფექციის მძიმე მიმდინარეობას შესაძლო ლეტალური გამოსავლით“, - ნათქვამი8ა განცხადებაში.

„ლევილამაბს“ აწარმოებს ბიოტექნოლოგიური კომპანია Biocad-ი. როგორც Biocad-ში განმარტეს, პრეპარატმა სახელმწიფო რეგისტრაცია სპეციალურ რეჟიმში მიიღო. მესამე ფაზის კლინიკური კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება - ეს საჭიროა მუდმივი სარეგისტრაციო მოწმობის მისაღებად. მაისის ბოლოს კომპანიაში განაცხადეს, რომ კვლევებში 13 სამედიცინო ცენტრი მონაწილეობს, ხოლო საშუალო სიმძიმის პაციენტებში ექიმები დადებით დინამიკას აღნიშნავენ.

„ილსირას“ გამოყენება მხოლოდ სტაციონარის პირობებშია შესაძლებელი. მისი გამოყენება დაუშვებელია ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, ორსულ და მეძუძურ ქალებში, ღვიძლის მძიმე უკმარისობისა და მწვავე ფაზაში ბაქტერიული ინფექციების, მათ შორის ტუბერკულიოზის მქონე პაციენტებში.