COVID-19 - ბოლო ცნობები

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსი 8 855 ადამიანს გამოუვლინდა

ეპიდემიის დაწყებიდან კორონავირუსი 458 689-ს ადამიანს გამოუვლინდა, აქედან 5725 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 221 338 პაციენტი.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 855 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8708 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება РИА Новости ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

კორონავირუსით დაავადებული 12 ათასზე მეტი ადამიანი: სომხეთში სიტუაცია უარესდება >>

ეპიდემიის დაწყებიდან დაავადებულთა საერთო რიცხვი 458 689-მდე გაიზარდა. 5725 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 221 338 პაციენტი.

რუსეთს შეუძლია ანტიკორონავირუსული პრეპარატის ექსპორტიორი გახდეს

კორონავირუსის პანდემიამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო მოიცვა. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 6,5 მილიონზე მეტი ადამიანი, აქედან 387 ათასი გარდაიცვალა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკით, COVID-19 6,7 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდგინდა, 395 ათასი გარდაიცვალა, დაახლოებით 2,7 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ლეტალური შემთხვევებით პირველ ადგილზეა კვლავ აშშ (110 ათასზე მეტი გარდაცვლილი), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, ბრაზილია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი.

რუსეთში პანდემიამ პლატოს მიაღწია, მიიჩნევენ ჯანმოში. ქვეყანაში თანდათანობით ხსნიან ადრე დაწესებულ შეზღუდვებს, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის მოსკოვში, თვითიზოლაციის რეჟიმი გახანგრძლივდა. როგორც დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა აღნიშნა, ზოგიერთი შეზღუდვა ვაქცინის შექმნამდე შეიძლება გაგრძელდეს.