ნათია ფანჯიკიძე: ზოგი თავგადასვლისთვის გემოს მოსინჯვა მოზარდისთვის აუცილებელია

ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მოზარდის ფსიქოლოგიურ განვითარების ეტაპებსა და მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს.
Sputnik
ნათია ფანჯიკიძე: ზოგი თავგადასვლისთვის გემოს მოსინჯვა მოზარდისთვის აუცილებელია
„როცა ჩვენ ბავშვს ვასწავლით, რომ მაგალითად, ეს არის ჩიტი, რომელიც ასეთი და ასეთია, რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენი შვილები უკვე იცნობენ არა ჩიტს, არამედ ჩიტის შესახებ ჩვენს წარმოდგენას. მნიშვნელოვანია როგორ ვუტენით  ხოლმე მათ გონებას ჩვენი საკუთარი წარმოსახვებით ან პირიქით საერთოდ გვეზარება პასუხი გავცეთ და უყურადღებოდ ვტოვებთ.“- ამბობს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს: „ყველაზე არასწორი მშობლისგან ისაა, როცა მათი საქციელების დიდ ნაწილს არასწორად ვუხსნით. ბავშვი სანამ სამყაროს იკვლევს, ის აფართოებს თავის თვალსაწიერს და როგორც კი ასეთ მზამზარეულ პასუხებს დაიმარაგებს ის უკვე სამყაროს გამოკვლევას მოამთავრებს. ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად მივიღებთ აზროვნებაშეჩერებულ ადამიანს, რომელმაც  ზუსტად იცის  რა არის სწორი და რა არასწორი“.