ნარკოდამოკიდებულებს ცხოვრება გაუმარტივდათ: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

ბრალის წარდგენის დროს ნარკოტიკული საშუალების ოდენობას უნდა ადგენდეს სასამართლო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების - „თეთრი ხმაურის“ და  „ახალგაზრდა იურისტების ასოციაციის“ სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელი მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში რეპრესიული ნარკოპოლიტიკაა: EMC შეშფოთებას გამოთქვამს

სასამართლომ სასჯელი თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ვადით არაპროპორციულად და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მიიჩნია.

ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ნარკოტიკული საშუალების ოდენობას უნდა ადგენდეს სასამართლო, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე.

როგორც ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს თავისი საქმის გადახედვის შესაძლებლობას მისცემს.

„ნარკოტიკის 100%-ის მოხმარება შეუძლებელია. ჭურჭელში, საიდანაც ნარკოტიკულ ნივთიერებას იღებენ, ყოველთვის თეორიულად მისი მცირე რაოდენობა რჩებოდა. თუ პოლიციელი პოულობდა შპრიცს და ჭურჭელს ნარკოტიკის ნარჩენებით, ადამიანს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ემუქრებოდა, ახლა კი ასეთი საქმეები შეწყდება“, - განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პოლიტიკაა მსოფლიოში. მსგავსი დანაშაული სასჯელის უმაღლესი ზომის - უვადო პატიმრობის მისჯის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ბოლო წლებში არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებმა ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის რამდენიმე შემსუბუქებას მიაღწიეს. ამიერიდან სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და რეალიზაციის ტერმინები განცალკევებულია, ხოლო რეალიზატორებისთვის სასჯელის ვადები გაცილებით მაღალია, ვიდრე იმათთვის, ვინც ინახავს ან იძენს ნარკოტიკებს.

„ზედოზირებული" ლეგალიზაცია: თბილისში მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა >>

ამასთან, მარიხუანასთან დაკავშირებით სასჯელი კიდევ უფრო ლიბერალურია. მისი მცირე რაოდენობის შენახვა ისჯება მხოლოდ ჯარიმით, ხოლო მოხმარება არ იწვევს სასჯელს, თუ ადამიანი არ არღვევს კანონით გათვალისწინებულ წესებს.