ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 ივნისს

თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს ორშაბათს მზიანი ამინდი ელოდებათ – ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს, დედაქალაქში დაცხება
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ორშაბათს, 8 ივნისს მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:26 საათზე ამოვა და 20:33 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 18, დღისით მაქსიმალური კი პლუს 30 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.