თბილისში პუშკინის დაბადების დღე უჩვეულო ფლეშმობით აღნიშნეს

კულტურა და ხელოვნება პოლიტიკურ ვნებათაღელვაზე მაღლა დგას - ახალგაზრდებმა თბილისში რუს პოეტს პატივი მიაგეს
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. დიდი რუსი პოეტის, ალექსანდრ სერგეის ძე პუშკინის დაბადებიდან 221 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსულ-ქართული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის დიასპორების საკითხთა დეპარტამენტმა გამოუშვა სპეციალური ფლეშმობი, რომლის ფარგლებში ახალგაზრდებმა მუხრან მაჭავარიანის ლექსი „პუშკინი ტფილისში“ წაიკითხეს.

გოგო, რომელიც თოვლზე პუშკინს ხატავდა... >>

პუშკინის შემოქმედების მოყვარულებს საქართველოში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ

„პუშკინი აერთიანებს ერებს, მას კითხულობენ და ის მთელს მსოფლიოში უყვართ. მისი ლექსების და პროზის კითხვა - სამკურნალო ბალზამია დაღლილი სულებისთვის, განსაკუთრებით ამ რთულ დროს. პუშკინით აღფრთოვანებული იყო ქართული კულტურის დიდი მოღვაწეები. დიდმა ქართველმა პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა დაწერა ლექსი „პუშკინი ტფილისში“, რომელშიც სახელოვანი პოეტი დიდი სითბოთი და სიყვარულით არის აღწერილი. სწორედ ეს ლექსი გახდა ჩვენი ფლეშმობის ლაიტმოტივი“, - დაწერა ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ ვიდეორგოლის აღწერაში.

ფონდის პრეზიდენტის თქმით, ფლეშმობი „სიყვარულით საქართველოდან“ - თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობის მხრიდან პატივისცემის გამოხატულებაა ალექსანდრ პუშკინის ხსოვნისადმი. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კულტურა და ხელოვნება ყველა პოლიტიკურ ვნებათაღელვაზე მაღლა დგას.