ზურაბ ჯაფარიძე: მაჟორიტარ კანდიდატებს საერთოდ არ ვაყენებთ
© Sputnik
„გირჩს თუ გვქონდა პრეტენზია, რომ ერთი ადგილი უნდა გვქონოდა ჩვენ თბილისში, ასეთი პრეტენზია აღარ გვაქვს. საერთოდ მაჟორიტარ კანდიდატებს არ ვაყენებთ და მხოლოდ პროპორციული სიით ვეცდებით, რომ გავიდეთ პარლამენტში“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. არსებული მოდელით პარლამენტში 73 მაჟორიტარი აირჩევა, ახალი სისტემით კი, რომელიც ჯერ პროექტის სახით მხოლოდ ქაღალდზე არსებობს – 30 მაჟორიტარი დეპუტატი.