ვატიკანი სამთვიანი შესვენების შემდეგ ტურისტების მიღებას იწყებს – ფოტო

Sputnik

დაახლოებით სამთვიანი შესვენების შემდეგ ვატიკანის მუზეუმებმა კვლავ განაახლეს მუშაობა და სტუმრების მიღება დაიწყეს.

მუზეუმებში ჰიგიენისა და სოციალური დისტანციის მკაცრი წესები მოქმედებს. ყველა ვიზიტორს შესვლისას უზომავენ ტემპერატურას, ისინი ასევე ვალდებული არიან ეკეთოთ პირბადე. შენობებში მორიგეობენ მედიცინის მუშაკები, რომლებიც მზად არიან ოპერატიულად მოახდინონ რეაგირება საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისას.

შესასვლელთან ხალხის დაგროვების თავიდან ასაცილებლად ბილეთების გაყიდვა მხოლოდ წინასწარი შეკვეთით ხდება.

 

1 / 12
ვატიკანის მუზეუმებმა ვიზიტორების მიღება დაიწყო
2 / 12
მუზეუმში შესვლის წინ ყველას უზომავენ ტემპერატურას. თუ სიცხე 37,5 ან უფრო მაღალია, სტუმარს შენობაში არ უშვებენ
3 / 12
ვიზიტორებიი ვალდებულები არიან დაიცვან სოციალური დისტანცია
4 / 12
ასევე გალერეაში ყოფნის დროს უნდა ეკეთოთ ნიღბები
5 / 12
მუზეუმებში მორიგეობენ მედიცინის მუშაკები
6 / 12
რიგების თავიდან ასაცილებლად, მუზეუმში შესასვლელი ბილეთების შეძენა მხოლოდ წინასწარი შეკვეთითაა შესაძლებელი
7 / 12
პოსტსაკარანტინო რეჟიმის მოქმედების პერიოდში ვიზიტორებს არ ეკისრებათ საკომისიო
8 / 12
ვატიკანის მუზეუმებთან ერთად ვიზიტორები დაიშვებიან პაპის ვილებში რომის მახლობლად ქალაქ კასტელ-განდოლფოში
9 / 12
მუზეუმებში სტუმრების რაოდენობამ იკლო, ახლა აქ არ ელოდებიან იმდენ ვიზიტორს, რამდენსაც პანდემიამდე მასპინძლობდნენ
10 / 12
იტალიაში, მიუხედავად ყველაფრისა, უცხოელი მოგზაურების მოლოდინში არიან
11 / 12
იტალიის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც თავის წვლილს შეიტანს ტურისტული სეზონის გადარჩენაში
12 / 12
იტალიაში ვატიკანის მუზეუმების გახსნა შეზღუდვების შემსუბუქებას ემთხვევა. ბევრმა დაწესებულებამ საქმიანობა უკვე განაახლა