მასობრივი გამოსვლები აშშ-ში და საქართველოში: როგორ მოაღწია პროტესტმა თბილისამდე – ფოტო

Sputnik

აქციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოში მცხოვრები ამერიკელები, რომლებსაც საქართველოს რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქცია სოციალური ქსელი Facebook-ის მეშვეობით დაიგეგმა. მიტინგში ათობით ადამიანი მონაწილეობდა. მოგვიანებით გამოჩნდნენ მათი ოპონენტებიც. მოდავეების დასამშვიდებლად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. საბოლოოდ აქცია მშვიდობიანად დაიშალა.

საპროტესტო აქციამ, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, სწრაფად მოიცვა მთელი ამერიკა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. აშშ-ში დემონსტრანტებმა დაარბიეს მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და პოლიციის შენობები.

ასობით ადამიანი გამოვიდა ხელში პლაკატებით “ვიგუდები“ და „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“ ნიდერლანდებში, ესპანეთში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

1 / 18
აშშ-ში საპროტესტო აქციებს მხარი დაუჭირეს ამერიკელებმა, რომლებმაც აქცია გამართეს საქართველოს დედაქალაქის ცენტრში
2 / 18
ქართველი საზოგადოების წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ დონალდ ტრამპის პოლიტიკას და თბილისის ქუჩებში მსგავსი გამოსვლების წინააღმდეგები არიან
3 / 18
თუმცა, აქცია გაგრძელდა, მის მონაწილეების ხელში ლოზუნგებიანი პლაკატები ეჭირათ
4 / 18
ბევრ პლაკატზე ეწერა: ”შეაჩერეთ პოლიციის ტერორი”
5 / 18
ეს აქცია მოაწყვეს საქართველოში მცხოვრებმა ამერიკელებმა, სოციალური ქსელი Facebook-ის საშუალებით
6 / 18
მონაწილეები აქციაზე ნიღბებითა და ხელთათმანებით მივიდნენ
7 / 18
მცირე აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, რომ მომიტინგეების რაოდენობა არ 10-ზე მეტი არ ყოფილიყო
8 / 18
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს შეზღუდვები, რომლებიც კრძალავს ერთდროულად 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებას
9 / 18
მიტინგის მიმდინარეობის გასაშუქებლად ადგილზე აქციის მონაწილეებზე მეტი ჟურნალისტები იყვნენ
10 / 18
მათ, ვინც რუსთაველის მეტროსადგურთან მივიდა თბილისის ცენტრში, გადაწყვიტეს საკუთარი პოზიციის ამ ფორმით დაფიქსირება
11 / 18
მომიტინგეებმა პლაკატების უმეტესი ნაწილი ადგილზე გააფორმეს
12 / 18
როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი მათ აღშფოთებას და პროტესტს იწვევს
13 / 18
მომიტინგეებმა რუსთაველის მეტროს ტერიტორია აირჩიეს იმიტომ, რომ აქ მუდამ ხალხმრავლობაა
14 / 18
მომიტინგეების პლაკატებზე დატანილი ტექსტები ადვილად იკითხებოდა შორიდანაც
15 / 18
პლაკატების შინაარსიდან გამომდინარე, მიტინგის მიზეზის დადგენა მარტივი იყო
16 / 18
ადგილზე მივიდნენ ის ამერიკელებიც, რომლებიც ასეთი მიტინგის მოწინააღმდეგები არიან. მათ აქციის მონაწილეებთან დავაც ჰქონდათ
17 / 18
კამათის დროს, აქციის მონაწილეებს სოციალური დისტანციისა და დიდ ჯგუფებად შეკრების აკრძალვის შესახებ დაავიწყდათ, რის გამოც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო
18 / 18
საბოლოოდ, აქცია მშვიდობიანად დასრულდა