ყვითელი ამბები

გიორგი წერეთელმა ახალი რჩეული საზოგადოებას წარუდგინა და სიმღერაც მიუძღვნა – ვიდეო

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა.
Sputnik

მომღერალმა გიორგი წერეთელმა საკუთარ დაბადების დღეზე, რომელსაც ქართული შოუ-ბიზნესი თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდა, ყველას სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული თამილა მარეხაშვილი საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. საყვარელ ქალს სიმღერაც მიუძღვნა.

გიორგის თავისი რჩეული საქმეშიც ეხმარება. ის მომღერლის პიარითა და ბიზნესის მენეჯმენტით არის დაკავებული. განქორწინებულია და ჰყავს ერთი ქალიშვილი. გიორგისაც პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს. მშობლების ბედნიერებას შვილებიც იზიარებენ.

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს. „აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.