გახარია: ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს შემოვიყვანთ

ისრაელიდან ჩამოსული ტურისტებისთვის საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და ბათუმი იქნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
Sputnik
გახარია: ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს შემოვიყვანთ
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ მარტო, ცალკე აღებული ქვეყანა ამას ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ ჩვენ ახლა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და, რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში – ქუთაისი და შემდგომ ბათუმი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ქუთაისში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.