მსოფლიო დღეს

როდის მოიხსნება შენგენის ზონაში მოგზაუროებაზე შეზღუდვა: თარიღი ცნობილია

შენგენის ზონაში  მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ არის შესაძლებელი, თუმცა პანდემიის გამო ევროკავშირმა საზღვრები დროებით ჩაკეტა
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოგზაუროებაზე შეზღუდვა შესაძლოა ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდეს, განაცხადა ევროკომისიაში საშინაო საქმეების ევროკომისარმა ილვა იოჰანსონმა. 

ქუთაისი და ბათუმი – ტურიზმის თვალსაზრისით ისრაელის ინტერესის სფერო

ევროკომისიაში იმედი აქვთ, რომ შენგენის ზონაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები ივლისიდან მოიხსნება.

„ამას მხარი დაუჭირა ბევრმა ქვეყანამ. ჩვენ გავნაგრძობთ დიალოგს, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა იოჰანსონმა.

მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვის ვადა 15 ივნისამდე იყო განსაზღვრული. ეს შეზღუდვა ეხება საქართველოს მოქალაქეებსაც.

რაც შეხება შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილების  აღდგენას, იოჰანსონის განცხადებით, ბევრი ქვეყანა მზადაა ამისთვის, ზოგი სახელმწიფო კი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და მოვლენების განვითარებას აკვირდება. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (ჯამში 90 დღით 180 დღის მანძილზე) უფლება აქვთ. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოგზაურებისთვის საზღვრები დროებით ჩაკეტა.