კორონავირუსი საქართველოში: „საბურთალოს კლასტერი“ კიდევ გაიზარდა

კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინიფიცირებულ პაციენტებს იღებენ, ამ დროისთვის 144 პაციენტს მკურნალობენ.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის ერთადერთი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 57 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკებში ორი მძიმე პაციენტი იმყოფება პნევმონიით.

„გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე თითქმის სამნახევარჯერ უსწრებს ამჟამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი უკვე 80 პროცენტზე მეტია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რა შეეხება თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, აქ კორონავირუსულ ინფექციაზე მხოლოდ სამი პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი ადამიანია.

ამჟამად იმ კლინიკებში, რომლებიც კორონავირუსის მქონე პაციენტებს იღებენ, 144 პაციენტი მკურნალობს ამ დიაგნოზით.

COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება>>

დღეისათვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 801-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 644 ადამიანი, გარდაიცვალა – 13. კარანტინში რჩება 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში 304 პაციენტია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.