COVID-19 - ბოლო ცნობები

ერთ დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 262 შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსით ინფიცირების სულ 6522 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3737 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 - გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსული ინფექციის 262 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 72 ადამიანი გამოჯანმრთელდა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

კორონავირუსით გარდაიცვალა 1960 და 1963 წლებში დაბადებული ორი პაციენტი.

სომხეთში პირბადით სიარული სავალდებულო ხდება - ფაშინიანი ერთმანეთის თვალთვალისკენ მოუწოდებს

დღეისათვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 6522 ფაქტი გამოვლინდა, აქედან 3737 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 - გარდაიცვალა.

COVID-19-ით ინფიცირებული 2707 პაციენტი საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს. მათგან 64 პაციენტის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც კრიტიკულს, 75 საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის გამოსავლენად 322 574 ტესტირება ჩატარდა.