აშშ-ის პოლიცია მომიტინგეთა სოლიდარობის ნიშნად მუხლს იყრის – ფოტო

Sputnik

ჯორჯ ფლოიდი პოლიციას დაკავებისას შემოაკვდა. ვიდეოკადრებმა ამერიკელები აღაშფოთა. ინციდენტის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებმა იფეთქა. უკვე რამდენიმე დღეა ათასობით ადამიანი მინეაპოლისში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებში აქციებს მართავს.

ბევრგან მშვიდობიანი აქცია მალე გადაიზარდა არეულობასა და პოლიციასთან დაპირისპირებაში. დემონსტრანტები არბევდნენ და ძარცვავდნენ მაღაზიებს, ცეცხლს უკიდებდნენ სანაგვე ურნებსა და ავტომობილებს.

პოლიციელები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვანაირად გამოხატავენ მომიტინგეთა სოლიდარობას.

კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზის მერმა და პოლიციის ხელმძღვანელმა ენდი მილსმა სოლიდარობა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს და მუხლი მოიყარეს დემონსტრაციის მსვლელობისას. ანალოგიურად მოიქცნენ მათი კოლეგები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. 

1 / 9
აშშ-ის რამდენიმე ქალაქში პოლიციელებმა მუხლი მოიდრიკეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინაშე
2 / 9
ასე გამოხატავენ სამართალდამცავები, პოლიციის ხელმძღვანელები და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოლიდარობას მომიტინგეთა მიმართ
3 / 9
პოლიციელებმა მუხლი მოიყარეს ნიუ-იორკში, ფლორიდაში, ვაშინგტონსა და კალიფორნიაში
4 / 9
მიჩიგანში პოლიცია აქციის მონაწილეთა კოლონას შეუერთდა
5 / 9
ფერგიუსონში პოლიციელები ჩამუხლულები იდგნენ ცხრა წუთის განმავლობაში. ზუსტად ამდენ ხანს აწვებოდა ყელზე მუხლით ჯორჯ ფლოიდს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელი დერეკ ჩავენი
6 / 9
ბელვიუს პოლიციის მეთაური სტივ მილეტი მუხლს იყრის დემონსტრანტებთან ერთად
7 / 9
ფრაზა „ვიგუდები“აქტივისტების ლოზუნგად იქცა, რომლებიც აშშ-ის შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ პოლიციის ძალადობას აპროტესტებენ
8 / 9
ერთ-ერთ ქალაქში ოფიცრები ცალ მუხლზე დადგნენ, მომიტინგეები კი დაღუპული აფროამერიკელების სახელებყვიროდნენ
9 / 9
სხვა ქალაქებში პოლიციელები აქციების მონაწილეებთან ერთად ლოცულობდნენ ან თავდახრილები დუმილით გამოხატავდნენ პროტესტს