COVID-19 - ბოლო ცნობები

სომხეთში პირბადით სიარული სავალდებულო ხდება - ფაშინიანი ერთმანეთის თვალთვალისკენ მოუწოდებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა თხოვნით, გამოაქვეყნონ უნიღბო დამრღვევების ფოტოები სოციალურ ქსელებში და მიუთითონ მათი მისამართები
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. სომხეთში სამედიცინო ნიღბებით სიარული აუცილებელი იქნება არა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, არამედ ყველა ღია საზოგადოებრივ ადგილას, იუწყება Sputnik-სომხეთი ვიცეპრემიერის, ტიგრან ავინიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

ვიცეპრემიერმა აღნიშნა, რომ ესმის, რამდენად შემაწუხებელია ნიღაბი ზაფხულში, მაგრამ ამჟამად ეს ერთ-ერთია მცირერიცხოვანი ეფექტური ინსტრუმენტებიდან.

რატომ არის სომხეთში COVID-19-ით ინფიცირებული უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში

„გამონაკლისი შეეხება 6 წლამდე ბავშვებს. ნიღბები შეიძლება არ გაიკეთონ ველოსიპედით სიარულის და ფიზიკური ვარჯიშის დროს“, - ხაზი გაუსვა მან.

ინსტრუმენტების არსენალშია ასევე კომენდანტის საათის დაწესება, ეკონომიკური საქმიანობისა და გადაადგილების შეზღუდვებთან დაბრუნება, მაგრამ მათი გამოყენება ჯერ არ იგეგმება, დასძინა ავინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლო ფაშინიანმა, თავის მხრივ, ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ ეპიდემიოლოგიური ნორმების დამრღვევთა ფოტოები და მიუთითონ მისამართები.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მომენტიდან ეპიდემიასთან ბრძოლა იწყება ნულიდან. მისი თქმით, ბევრი მოქალაქე იკეთებს ნიღაბს მაშინ, როცა პოლიციის საგუშაგოებს დაინახავს, შემდეგ კი იხსნის მას.

„სრული უფლება აქვთ“ – ფაშინიანი სომეხი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე >>

ამას წინათ იგი საუბრობდა ასევე საზოგადოებრივი გუნდის შექმნაზე, რომელიც პოლიციას დაეხმარებოდა ინფექციის გავრცელების შესაკავებლად კომენდატურის მიერ დადგენილი ნორმების დამრღვევების მხილებაში.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში COVID-19-ის დიაგნოზი 10 524 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 170 ადამიანი, 56 - სხვა მიზეზით, მაგრამ კორონავირუსის დიაგნოზით.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 3454. მკურნალობს 6841 ადამიანი. ქვეყანაში 61 650 ტესტი გაკეთდა.