ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა

პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის გაერთიანებასა და მომავალ არჩევნებზე საუბრობს.
Sputnik
ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა
„მთავარი ამოცანა და მთავარი მიზანი ამ ოპოზიციური ერთობის იყო და რჩება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ჩვენ უარი არ გვითხრას უკვე შეთანხმებულ მუხლებზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ წინაასაარჩევნოდ ვიცოდეთ – არჩევნები ტარდება ნორმალური სისტემით. ასევე ამ გაერთიანების ამოცანაა საარჩევნო გარემო, წინასაარჩევნო პერიოდი იყოს ნორმალური, ვერავინ შეძლოს ხმების მოპარვა, ვერც ხელისუფლებამ და ვერც რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

პარლამენტის ექს-სპიკერის თქმით, ამ პრინციპებით ჩატარებული არჩევნები გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური ძალის აბსოლუტურ უპირატესობას ვინმეზე და ხელისუფლების უზურპაციას.