რაც უფრო გრძელი აქვს მამაკაცს არათითი, მით უფრო... სამეცნიერო დასკვნა

სენსაციური დასკვნის გამოტანამდე ბრიტანელმა მეცნიერებმა მსოფლიოს 41 ქვეყნის 200 ათას მამაკაცს გაუზომეს თითები მილიმეტრის სიზუსტით.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. რაც უფრო გრძელი აქვს მამაკაცს არათითი, მით უფრო დაბალია მისი კორონავირუსული ინფექციით მძიმე ფორმით ავადმყოფობისა თუ გარდაცვალების რისკი, ამტკიცებენ სოუნსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერები. 

​კვლევებით დადგინდა, რომ ქვეყნებში, სადაც მამაკაცებს არათითი საჩვენებელ თითზე მოკლე აქვთ, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები სამჯერ მაღალი იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ დასკვნის გამოტანამდე მეცნიერებმა მსოფლიოს 41 ქვეყნის 200 ათას მამაკაცს გაუზომეს თითები მილიმეტრის სიზუსტით. გაირკვა, რომ ყველაზე გრძელი არათითი აქვთ მალაიზიელ, მექსიკელ, რუს, სინგაპურელ, ბრაზილიელ, ავსტრიელ, ისლანდიელ, ახალ ზელანდიელ, ავსტრალიელ და ბელგიელ მამაკაცებს. 

ჯანმრთელობის ტესტი 30 წამში: დააკვირდით თითებს

რაც შეეხება მოკლე არათითის მქონე მამაკაცებს, ამ კუთხით გამოირჩევიან ბულგარეთი, არგენტინა, თურქეთი, ესპანეთი, ისრაელი, რუმინეთი, ინდოეთი, უნგრეთი, საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი.     

მეცნიერების განმარტებით, არათითის სიგრძე დამოკიდებულია ორგანიზმში ტესტოსტერონის რაოდენობაზე. მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტი ტესტოსტერონი გროვდება ბიჭის ორგანიზმში დედის მუცლად ყოფნის პერიოდში, მით გრძელია მისი არათითი.

ხელის თითების სიგრძე და პიროვნული მახასიათებლები: მეცნიერთა დასკვნა-ვარაუდები>>

ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ტესტოსტერონი ადამიანს იცავს Covid-19-ის მძიმე ფორმისგან, ზრდის რა ACE-2 რეცეპტორების რაოდენობას ორგანიზმში. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 ორგანიზმში სწორედ ამ რეცეპტორების მეშვეობით ხვდება, კვლევებით დადგენილია, რომ ACE-2-ის მაღალი დონე მამაკაცებს იცავს ფილტვების დაზიანებისგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.