კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფეებს დამატებითი შეღავათი მიეცათ

თბილისის მერი კახა კალაძე იმ შეღავათებზე საუბრობს, რაც კორონავირუსის პანდემიის დროს, შეზღუდვების სრულ მოხსნამდე ღია რესტორნებსა და კაფეებს ექნებათ.
Sputnik
კალაძე: თბილისში ღია რესტორნებსა და კაფეებს დამატებითი შეღავათი მიეცათ
„1 ივნისიდან გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები – მათ მაგიდებს შორის უნდა იყოს დაცული დისტანცია, რის გამოც ისინი იმ რაოდენობით მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე, დროებით მივცემთ შესაძლებლობას, რომ გამოიყენონ მიმდებარე დამატებითი არსებული ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ამ დროებითი ღონისძიებით დაცული იქნება ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რომელიც ისარგებლებს რესტორნითა და კაფეთი.