მსოფლიო დღეს

ურჩ გუბერნატორებს ტრამპი მძიმედ შეიარაღებული არმიის გამოყვანით ემუქრება

პრეზიდენტი არმიის გამოყვანით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქალაქის ან შტატის ხელისუფლება უარს იტყვის მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დასაცავად აუცილებელი ზომების გატარებაზე.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. მე არ დავაკმაყოფილე პორტლენდის მერის თხოვნა ეროვნული გვარდიის მობილიზაციის თაობაზე დემონსტრანტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო ზარისა, განაცხადა პრესკონფერენციაზე ორეგონის შტატის გუბერნატორმა კეიტ ბრაუნმა. 

ურჩ გუბერნატორებს ტრამპი მძიმედ შეიარაღებული არმიის გამოყვანით ემუქრება

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მერი ტედ უილერი მას გვარდიის მობილიზებას სთხოვდა, თუმცა ყოველ ჯერზე ის მას უარით ისტუმრებდა. 

გუბერნატორმა განმარტა, რომ პორტლენდში ჯარისკაცების ნაცვლად დამატებით 100 პოლიციელს და 50 გვარდიელს გაგზავნის, რომლებიც არ იქნებიან შეიარაღებული, არ დააკავებენ და არ გააკონტროლებენ დემონსტრანტებს.

  • „ჯარისკაცები ქუჩაში — ეს ისაა, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს. მან ამაზე აშკარად მიანიშნა, როდესაც ყველა შტატის გუბერნატორებს დაურეკა“, — განაცხადა ბრაუნმა.

მანამდე გაზეთმა New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა შტატების გუბერნატორებს მკვეთრი ფორმით მოსთხოვა არეულობის მონაწილეთა წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება და რეკომენდაცია მისცა მათ, აემოქმედებინათ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები საჭირო რაოდენობით. გარდა ამისა, ის არმიის გამოყვანით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქალაქის ან შტატის ხელისუფლება უარს იტყვის აუცილებელი ზომების გატარებაზე.

„თუ ქალაქები ან შტატები უარს იტყვიან მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დაცვისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებაზე, მე თავად შევიყვან იქ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს და სწრაფად მოვაგვარებ პრობლემას მათ [გუბერნატორების] ნაცვლად“, — აღნიშნა პრეზიდენტმა. 

NYT: საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტი ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა>>

ამასთან, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები „საშინაო ტერორად“ შეაფასა და განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანს რადიკალურ მემარცხენე მოძრაობა „ანტიფას“, რომელიც ხელმძღვანელობს არეულობას.