სან-დიეგოში პოლიციის ავტომობილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შევიდა

სან-დიეგოში, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე პოლიციის მანქანამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის გავლა სცადა
Sputnik

კადრებში ჩანს, ავტომობილზე როგორ ჩაირთო ხმოვანი სიგნალი და ციმციმები, მაგრამ დემონსტრანტებმა მოძრაობა გადაკეტეს და მისი შეჩერება სცადეს, რის შემდეგაც მანქანა ხალხში შევიდა, ერთ-ერთი დემონსტრანტი კი - მანქანის წინა ნაწილზე აღმოჩნდა. აშშ-ის ბევრ ქალაქში საპროტესტო ტალღა აგორდა, რაც მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის პოლიციის მიერ დაკავების შედეგად გარდაცვალებას მოჰყვა.