საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, შეზღუდვები დარჩა

საქართველოში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესდა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები კვლავ ძალაშია.
Sputnik

მიუხედავად იმისა, რომ საკომენდანტო საათი და საგანგებო მდგომარეობა გაუქდა და მუშაობა განაახლეს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, სავაჭრო ობიექტებმა და სხვადასხვა კვების ობიექტებმა, ახალი კორონავირუსი COVID-19 არსად გამქრალა. დაინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში ყოველდღიურად ფიქსირდება მცირე რაოდენობით.

ამასთან დაკავშირებით კვლავ მოქმედებს სოციალური დისტანციისა და მაღაზიებსა და შენობებში ნიღბის ტარების წესები. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ, თუ სიტუაცია გაუარესდა, შეზღუდვები კვლავ გამკაცრდება.