ყვითელი ამბები

„თითქოს კორპუსი გა­და­ყი­რავ­და, დღეს გადავრჩით, მაგრამ...“ – ნოდიკო ტატიშვილი შემთხვევაზე

პოპულარული ქართველი მომღერალი გაზგასამართი სადგურის აფეთქებას შეესწრო. ნახეთ, რას ჰყვება ნოდიკო ტატიშვილი.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი იმ გაზგასამართ სადგურთან ახლოს ცხოვრობს, სადაც 1 ივნისს, საღამოს საათებში ძლიერი აფეთქება მოხდა. „რუსთავი 2“-თან საუბრისას მომღერალმა აღნიშნა, რომ ისეთ ადგილზე, სადაც ამდენი საცხოვრებელი შენობა დგას, გაზგასამართი სადგურის არსებობა დაუშვებელია.

ნოდიკო ტატიშვილი შეყვარებულია? – ფოტო
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აფეთქების შემდეგ ჩემი კორპუსი გადაყირავდა. სასწაული აფეთქების ხმა იყო. მე მგონია, რომ დღეს გადავრჩით, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცი, ეს თუ ასე დარჩება", – აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა.

ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური 1 ივნისს აფეთქდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გაზგასამართ სადგურზე მუშაობდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა

ტელევიზიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გაზგასამართი სადგურის გვერდით მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მინები ჩაიმსხვრა, ასევე დაზიანდა ავტომობილი.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობდნენ.