ყვითელი ამბები

ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა? – ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის პირველი კომენტარი

მოდელი თავად გამოეხმაურა ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლესთან სკანდალის შემდეგ სამთავროს მონასტერში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი მონასტერში არ წასულა. ამის შესახებ თავად უთხრა დოროყაშვილმა „Sputnik–საქართველოს“.

„კორპუსიდან პომიდვრები გვესროლეს...“ – დოროყაშვილის ადვოკატის განცხადება

მოდელი ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სამთავროს დედათა მონასტერში იმყოფება, დეზინფორმაციას უწოდებს. 

კითხვაზე, ხომ არ აპირებს ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე უახლოეს მომავალში პრესკონფერენციის გამართვას, ან მედიისთვის რაიმე განცხადების გაკეთებას, დოროყაშვილი ამბობს, რომ მსგავსს არაფერს გეგმავს.

ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილს გირაო შეეფარდა

ყოფილ ქმართან მომხდარი სკანდალის შემდეგ ნეკა დოროყაშვილს აქამდე კომენტარი არ გაუკეთებია, ის ვერ დაესწრო პრესკონფერენციასაც, რომელიც საკუთარ ადვოკატებთან ერთად უნდა გაემართა, ამის მიზეზად კი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობა დაასახელა.

ნეკა დოროყაშვილის საჩივრის საფუძველზე სამართალდამცველებმა ერთი კვირის წინ ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. მას ბრალად ყოფილ მეუღლეზე ძალადობა ედება.

სპორტსმენი სასამართლომ 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას უკვე სასამართლო დაადგენს.