ყვითელი ამბები

ლიზა ყენია და მისი ყოფილი შეყვარებული აჭარაში ისვენებენ – ფოტოები

მომღერალი ლიზა ყენია კალათბურთელ გიორგი ბრაგვაძეს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდა. როგორც ჩანს, ახლა ის და გიორგი ბრაგვაძე ერთდროულად აღმოჩდნენ ზღვაზე.
Sputnik

ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ცოტა ხნის წინ აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ლიზა ყენია და რეპერი „ძვალი“, იგივე აჩი ვანიშვილი ერთად არიან, რადგან ეს უკანასკნელი ულამაზეს ქართველ მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებდა, კომენტარებში კი მეგობრები და ახლობლები წყვილს ულოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ.

ლიზა ბათუმში მეგობრებთან ერთად ისვენებს და ხშირად აქვეყნებს ზღვის სანაპიროდან ფოტოებს. აღმოჩნდა, რომ ბათუმშია მისი ყოფილი შეყვარებული, კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძეც, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა და წყვილი თაფლობის თვეს აჭარაში ატარებს.

აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. ერთი წლის წინ ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლიზამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოქვეყნა წარწერით - LIFE IS REALLY BEAUTIFUL WITHOUT YOU („ცხოვრება ნამდვილად ლამაზია შენ გარეშე“).

ლიზა ხშირად დებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ახლა კი მის „ინსტაგრამზე“ გიორგის ყველა ფოტო წაშლილია. უცნობია, რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი. ამ ცნობილი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ლიზა ყენია საზოგადოებაში მარტო ჩნდება.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ლეგენდარული „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.