თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. თბილისის ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ კორპუსთან ახალშობილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა გლდანულაში დღეს მოხდა. ჩვილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს და პოლიცია გამოიძახეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი სავარაუდოდ საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადააგდო.
ჯერჯერობით უცნობია, ამ დროისთვის დაკავებულია თუ არა ვინმე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოკლული ჩვილის დედა არასრულწლოვანია და ის სამართალდამცველებმა მომხდარის შემდეგ მალევე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.